გაყიდვების მენეჯერი - თბილისი (HoReCa)
19-10-2026 - 19-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „კლინტექ“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის ვებგვერდი: https://zoma.ge/

კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც არსებულ კლიენტებთან, ასევე აქტიურად მოიძიებს ახალ პოტენციურ მომხმარებლებს და იზრუნებს გაყიდვების ზრდაზე.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის მიერ გადაცემულ არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა, რეგულარული ვიზიტები და შეკვეთების მიღება;
  • HoReCa სექტორში ახალი პოტენციური კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და მოზიდვა;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • მომხმარებლების კონსულტირება პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ;
  • არსებულ კლიენტებთან გაყიდვების მოცულობის გაზრდა და თანამშრომლობის განვითარება;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი და გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HoReCa სექტორში გაყიდვების გამოცდილება  — აუცილებელია;
  • აქტიური გაყიდვებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა — აუცილებელია.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00–18:00

ფიქსირებული ანაზღაურება: 1 400 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.

ჯამური ყოველთვიური შემოსავალი: 3 000–5 000+ ლარი.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!