კომპანია „კლინტექ“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანიის ვებგვერდი: https://zoma.ge/
კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც არსებულ კლიენტებთან, ასევე აქტიურად მოიძიებს ახალ პოტენციურ მომხმარებლებს და იზრუნებს გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის მიერ გადაცემულ არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა, რეგულარული ვიზიტები და შეკვეთების მიღება;
- HoReCa სექტორში ახალი პოტენციური კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და მოზიდვა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლების კონსულტირება პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ;
- არსებულ კლიენტებთან გაყიდვების მოცულობის გაზრდა და თანამშრომლობის განვითარება;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი და გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HoReCa სექტორში გაყიდვების გამოცდილება — აუცილებელია;
- აქტიური გაყიდვებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მზადყოფნა მივლინებებისთვის — გადაადგილება კომპანიის ავტომობილით.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00–18:00
ფიქსირებული ანაზღაურება: 1 400 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
ჯამური ყოველთვიური შემოსავალი: 3 000–5 000+ ლარი.